среда, 17 июня 2015 г.

პროექტის შეჯამება

  პროექტებით სწავლება  შესაძლებლობას იძლევა, სასწავლო აქტივობები დაუკავშირდეს  ცხოვრებას , მოსწავლეებს განუვითაროს მაღალი დონის სააზროვნო უნარები და გაზარდოს სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობა.შევისწავლეთ, თუ როგორ შევქმნათ ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტები, როგორ განვსაზღვროთ მათი მომზადებისთვის საჭირო სავარაუდო დრო,აქტივობები,რესურსები.

ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო პროექტზე მუშაობის პროცესში მოსწავლეებისათვის კონკრეტული რჩევების მიცემა და კრიტერიუმების შერჩევა.
ტექნოლოგიური საშუალებებით შექმნილი ნამუშევრის ჩვენება ხშირად ფასილიტაციის განსხვავებულ მეთოდებს მოითხოვს.
მოდულის დასრულების შემდეგ სურვილი მიჩნდება უკვე განხორციელებული პროექტების ხელახლა შესრულების და კიდევ შევქმნა ახალი პროექტები. ტრენერმა ელენე ბეთლემიშვილმა ძალიან კარგად  და საინტერესოდ ჩაგვიტარა ტრენინგი))






ჩემი პროექტი

პროექტის პრეზენტაცია

воскресенье, 14 июня 2015 г.

მეექვსე მოდულის შეფასება

დღევანდელ დღეს ერთმანეთს გავუზიარეთ მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომები და გავეცანით შეფასების რუბრიკებს. ვიმსჯელეთ, თუ როგორ შეგვეწყო ხელი მოსწავლეთა თვითრეგულირებადი სწავლისთვის, ამავდროულად დავგეგმეთ და შევარჩიეთ სათანადო შეფასების რუბრიკები.

პროექტის პრეზენტაცია

суббота, 13 июня 2015 г.

მეხუთე მოდულის შეფასება

პროექტებზე მუშაობა გაცილებით უფრო ეფექტური და საინტერესო აღმოჩნდა ჩემთვის ამ ტრენინგის შემდეგ,ვიდრე ეს წარმომედგინა. შეფასება დამეხმარა უკეთ დავგეგმო პროექტი მოსწავლეთა მოტივაციის ასამაღლებლად.

воскресенье, 7 июня 2015 г.

მეექვსე დღის შეჯამება

მეოთხე მოდულის  შესწავლა დაგვეხმარება  პროექტის კეთების  დროს  მოსწავლისათვის რა არის  ადვილი და რა რთული შევაფასოთ.  შევქმენი მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი.
დამეხმარა იმის გაგებაში, რა პრობლემები დახვდებოდათ მოსწავლეებს პროექტის განხორციელებაში.ვიმუშავებ უფრო ზუსტი ინსტრუქციების შედგენაში, რაც დაეხმარება მოსწავლეებს წარმატებულად შეასრულონ დავალება.რა უნარებია საჭირო  და რა პრობლემები  ჩნდება  და როგორ მოვახერხოთ მისი აღმოფხვრა.  ვისწავლეთ ფლაერის ჩეკლისტისა და გაზეთის ჩეკლისტის დამზადება.