პროექტებით სწავლება შესაძლებლობას იძლევა, სასწავლო აქტივობები დაუკავშირდეს ცხოვრებას , მოსწავლეებს განუვითაროს მაღალი დონის სააზროვნო უნარები და გაზარდოს სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობა.შევისწავლეთ, თუ როგორ შევქმნათ ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტები, როგორ განვსაზღვროთ მათი მომზადებისთვის საჭირო სავარაუდო დრო,აქტივობები,რესურსები.
ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო პროექტზე მუშაობის პროცესში მოსწავლეებისათვის კონკრეტული რჩევების მიცემა და კრიტერიუმების შერჩევა.
ტექნოლოგიური საშუალებებით შექმნილი ნამუშევრის ჩვენება ხშირად ფასილიტაციის განსხვავებულ მეთოდებს მოითხოვს.
მოდულის დასრულების შემდეგ სურვილი მიჩნდება უკვე განხორციელებული პროექტების ხელახლა შესრულების და კიდევ შევქმნა ახალი პროექტები. ტრენერმა ელენე ბეთლემიშვილმა ძალიან კარგად და საინტერესოდ ჩაგვიტარა ტრენინგი))
Комментариев нет:
Отправить комментарий